გაყიდვების მენეჯერი
სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries" LLC აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული
- სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი
- სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისნის მეტროსო (ნავთლუღის ქუჩა)
- გამოსაცდელი პერიოდი: 1 კვირა არაანაზღაურებადი, 3 თვე ანაზღაურებადი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით უზრუნველყოფას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან;
- შეკვეთის მიღება და კლიენტების ბაზაში გაფორმება;
- შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება;
- შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
- გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: სავალდებულოა სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება 6 თვე და მეტი. ქოლცენტრის ან/და ლოგისტიკურ სფეროში სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
- CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (არასავალდებულო).
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.