გაყიდვების მენეჯერი — სეიფთი პლუს ჯორჯია

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
სეიფთი პლუს ჯორჯია

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

შრომის უსაფრთხოების კომპანია "Safety Plus Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

გამოქვეყნება: 02 სექტემბერი/ბოლო ვადა 02 ოქტომბერი

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება;
  • სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით, პოტენციური მომხმარებლისთვის მომსახურების შეთავაზება;
  • არსებულ და ახალ მომხმარებლებთან პერიოდული კომუნიკაცია;
  • მომხმარებლების მოზიდვის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების ინიცირება მენეჯმენტთან, დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ყოველთვიური/კვარტალური/წლიური დასახული გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარ-ჩვევები;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პრეზენტაბელურობა და კომუნიკაბელურობა;
  • მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოტივაცია და ენერგიულობა, მოქნილობა და ოპერატიულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ-მაღალ საბონუსე სისტემას;
  • სამუშაო გრაფიკი თავისუფალი.

ჩვენ მოგიძებნით გაყიდვების ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა გაყიდვების ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ