გაყიდვების მენეჯერი — Coaching UP University Georgia

Coaching UP University Georgia — ლოგო
Coaching UP University Georgia

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Coaching UP University Georgia არის პროფესიული ქოუჩინგის განათლების სივრცე საქართველოში - გლობალური Coaching UP-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებზე (ICF) დაფუძნებულ ქოუჩინგის კულტურას ავითარებს. ჩვენ ვმუშაობთ ადამიანებთან, რომლებსაც სურთ ახალი პროფესიის შექმნა, ლიდერობის უნარების განვითარება ან საკუთარი გუნდის მართვის ხარისხის გაუმჯობესება.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც უყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და სურს, ეს უნარი გაყიდვების პროფესიაში გამოიყენოს - ისეთ გარემოში, სადაც შედეგთან ერთად საკუთარი განვითარებაც შესაძლებელია.

ნახევარი განაკვეთი | ჰიბრიდული ფორმატი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ისეთი პირების მოძიება და იდენტიფიცირება, რომლებიც პოტენციურად დაინტერესდებიან ორგანიზაციის სასწავლო პროგრამებით;
  • პროგრამებით დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია და შემომავალი მოთხოვნების (ლიდების) დამუშავება;
  • პოტენციური მონაწილის საჭიროებებისა და მიზნების გარკვევა და შესაბამისი პროგრამის შეთავაზება;
  • დეტალური ინფორმაციის მიწოდება ორგანიზაციის პროგრამების შესახებ;
  • გაყიდვის პროცესის წარმართვა პირველი კონტაქტიდან რეგისტრაციამდე;
  • დაინტერესებულ პირებთან follow-up კომუნიკაციის წარმოება;
  • ლიდებისა და გაყიდვების სტატუსების აღრიცხვა შესაბამის ცხრილში;
  • ორგანიზაციის სხვა საგანმანათლებლო და პიროვნული განვითარების პროგრამების გაყიდვის პროცესში ჩართულობა;
  • დასახული KPI-ების მიღწევაზე მუშაობა და შედეგების პერიოდული წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ძლიერი კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის უნარი;
  • ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პიროვნული განვითარებითა და ადამიანების განვითარებით გულწრფელი დაინტერესება;
  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა და საბაზისო კომპიუტერული უნარები (Google Sheets/Excel, ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებები).

უპირატესობად ჩაითვლება:

  • გაყიდვების ან მომხმარებელთან მუშაობის ნებისმიერი გამოცდილება;
  • საგანმანათლებლო ან სერვისზე დაფუძნებული პროდუქტის გაყიდვის გამოცდილება;
  • ქოუჩინგის ან პიროვნული განვითარების სფეროსადმი ინტერესი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სამუშაო ფორმატი: ნახევარი განაკვეთი, ჰიბრიდული;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი პლუს ბონუსი;
  • 1-თვიან გამოსაცდელ პერიოდს, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ - მუდმივი თანამშრომლობის შესაძლებლობას;
  • ICF Level C პროგრამაში უფასო მონაწილეობის შესაძლებლობას - ერთ-ერთ მთავარ ბენეფიტს, რომელიც შენს პროფესიულ განვითარებასაც უწყობს ხელს;
  • პროფესიული განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს, ადამიანების განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ