გაყიდვების მენეჯერი
კომპანია „არტ ლაინ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე / 2 დღე დასვენება
სამუშაო საათები: 10:30 – 18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1,100 ₾ + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით
საშუალო ბონუსი: 400 ₾-დან და მეტი
მოვალეობები:
- თანამშრომლობა აქტიურ, კომუნიკაბელურ და გაყიდვებზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერთან, რომელიც შეუერთდება Art Line Academy-ის გუნდს და პასუხისმგებელი იქნება პოტენციურ სტუდენტებთან კომუნიკაციიდან საბოლოო რეგისტრაციამდე გაყიდვების სრულ პროცესზე.
- ლიდის სწორად დამუშავება, საჭიროებების იდენტიფიცირება, კლიენტის დარწმუნება და გაყიდვის დახურვა.
- შემომავალი ლიდების დროული მიღება, დამუშავება და კატეგორიზაცია;
- პოტენციურ სტუდენტებთან სატელეფონო, Messenger/Instagram და სხვა არხებით კომუნიკაცია;
- Art Line Academy-ის სასწავლო პროგრამების, კურსების, პირობებისა და უპირატესობების სრულყოფილად გაცნობა;
- თითოეული პოტენციური სტუდენტის საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლენა;
- კურსის შესაბამისი შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია;
- ლიდების ეტაპობრივი მიყვანა გადაწყვეტილებამდე და გაყიდვის დახურვა;
- განმეორებითი კომუნიკაცია იმ ლიდებთან, რომლებიც პირველივე კონტაქტზე არ რეგისტრირდებიან;
- ლიდების ბაზის/CRM-ის მოწესრიგებული მართვა და ინფორმაციის განახლება;
- ყოველდღიური და ყოველკვირეული გაყიდვების შედეგების აღრიცხვა;
- გაყიდვების გეგმის შესრულება და KPI მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მუშაობა;
- ბაზრისა და მომხმარებლის უკუკავშირის შესახებ ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- აქციების, ახალი კურსებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ სტუდენტებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება;
- ხელმძღვანელის დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება.
მოთხოვნები:
- ეფექტური გაყიდვების ტექნიკების ფლობა და ლიდის რეალურ მომხმარებლად გარდაქმნის უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- მომხმარებლის საჭიროების მოსმენისა და სწორი შეთავაზების გაკეთების უნარი;
- შედეგზე ორიენტაცია;
- გაყიდვის დასრულების მოთხოვნის არ შეგეშინდებათ;
- უარის მიღების შემდეგ კომუნიკაციის გაგრძელებისა და ლიდის დაბრუნების უნარი;
- ენერგიულობა, პოზიტიურობა და თავდაჯერებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დისციპლინურობა;
- ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისება და სასწავლო პროდუქტების პროფესიონალურად წარდგენის უნარი;
- ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- გაყიდვების ან საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.