გაყიდვების მენეჯერი — Stec Georgia

Stec Georgia

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

STEC Georgia აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"STEC Georgia" არის გეოდეზიური და გეოსივრცითი ტექნოლოგიების მწარმოებელი საერთაშორისო ბრენდის STEC-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია ახორციელებს თანამედროვე გეოდეზიური მოწყობილობების — GNSS სისტემების, ტაქეომეტრების, 3D ლაზერული სკანერების, LiDAR სისტემების, პროფესიონალური დრონებისა და სხვა ტექნიკური გადაწყვეტილებების გაყიდვას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 45

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული კლიენტების მართვა და ახალი კლიენტების მოძიება;
  • B2B გაყიდვები და კლიენტთა პორტფელის გაზრდა;
  • მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
  • სატელეფონო, ონლაინ და პირისპირ კომუნიკაცია მომხმარებლებთან;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაყიდვების პროცესის მართვა;
  • პროდუქციის პრეზენტაციებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • B2B ან ტექნიკური გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და ახალი კლიენტების მოძიების უნარი;
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • MS Office-ის საბაზისო ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

გეოდეზიური მოწყობილობების წინასწარი ცოდნა აუცილებელი არ არის — კომპანია უზრუნველყოფს შესაბამის სწავლებას.

ვებგვერდები: stecgeorgia.com | civilia.ge

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ