გაყიდვების მენეჯერი
შპს "5 სტარ სტანდარტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
პირობები:
- კვირაში 5 სამუშაო დღე;
- 1-საათიანი შესვენება;
- 2 დღე დასვენება (სურვილისამებრ);
- ლოკაცია: თბილისი, ტაშკენტის ქ. #66 (საბურთალო).
პრიორიტეტები:
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.
ძირითადი მოვალეობები:
- პორტალზე მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება;
- ორგანიზაციების (სასტუმროების, რესტორნების) მოძიება და პროდუქციის შეთავაზება;
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება და მოზიდვა;
- კლიენტებთან დროული უკუკავშირი სოციალურ ქსელში;
- განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
- მოლაპარაკებების წარმოება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- ანაზღაურება: ფიქსირებული (კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი გაყიდვებიდან;
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.
პირველი შესარჩევი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.