გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "კლინტექ" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: გაყიდვების მენეჯერი თბილისში.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ასორტიმენტის, პირობებისა და ფასებთან დაკავშირებულ საკითხებში მომხმარებლის კონსულტირება;
- მომხმარებლის მოთხოვნილების გათვალისწინებით შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- კომერციული წინადადებების მომზადება;
- სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
- გაყიდვების გეგმური მაჩვენებლების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ჰორეკას გაყიდვების სფეროში გამოცდილება - აუცილებელია
- უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური, რუსული)
- საოფისე პროგრამების ცოდნა
გადაადგილდებით საკუთარი ავტომობილით.
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1400 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან გამომდინარე (ჯამური ხელფასი 3000-5000+ ლარი)