გაყიდვების მენეჯერი — რივერსაიდი

რივერსაიდი

გაყიდვების მენეჯერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი "რივერსაიდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე, ვინც დაგვეხმარება კორპორატიულ სექტორთან ურთიერთობის გაძლიერებასა და გაფართოებაში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული — ოფისი, დისტანციური და გასვლითი

ანაზღაურება: ფიქსირებული 1200-1500 ლარი (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი განხორციელებული გაყიდვების მოცულობის მიხედვით (დეტალები გასაუბრებაზე)

გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

  • კონკურენტების ანალიზი და ბაზრის ტენდენციების შესწავლა
  • ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების შენარჩუნება/გაღრმავება
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა
  • დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება პირობებზე
  • გაყიდვების და პორტფელის ანალიტიკის წარმოება და ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის
  • აქტიური მუშაობა გაყიდვების გეგმისა და კომპანიის მიზნების შესასრულებლად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვების მიმართულებით
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
  • ეფექტური პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
  • მომხმარებელთან მეგობრული და დამაჯერებელი კომუნიკაცია
  • დროის მართვა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური უნარები
  • ინტერესი ინტერიერის დიზაინის/სამშენებლო მასალების სფეროსადმი (დამატებითი უპირატესობა)