გაყიდვების მენეჯერი — Autosell Georgia

Autosell Georgia

გაყიდვების მენეჯერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

AutoSell.ge აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს "AutoSell.ge"-ზე განთავსებული ავტომობილებით დაინტერესებულ მომხმარებლებთან და წარმართავს გაყიდვის პროცესს პირველადი კომუნიკაციიდან ავტომობილის რეალიზაციამდე.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსულ ლიდებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
  • AutoSell.ge-ზე განთავსებული ავტომობილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლისთვის შესაბამისი ავტომობილის შეთავაზება;
  • ავტომობილის ნახვის ორგანიზება და დაინტერესებულ მომხმარებელთან შემდგომი კომუნიკაცია;
  • გაყიდვის პროცესის მართვა და მომხმარებლის ავტომობილის შეძენამდე მიყვანა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 12:00-19:00;
  • ფიქსირებული ანაზღაურება: 1200-1500 ₾;
  • პროცენტი გაყიდვიდან მიღებული საკომისიოდან;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების დამატებითი ბონუსი;
  • მუშაობა შემოსულ, ავტომობილით უკვე დაინტერესებულ ლიდებთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • ძლიერი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარი;
  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და ინიციატივა;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • ავტომობილების სფეროს ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.