გაყიდვების მენეჯერი — აქსისი

აქსისი

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დეველოპერული კომანია "აქსისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

საქართველოში ყველაზე მასშტაბური დეველოპერული კომპანიის პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: http://www.axis.ge და http://www.axistowers.ge

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი აკადემიური განათლება
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა;
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება დეველოპერულ, სამშენებლო, სარემონტო კომპანიებში;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვების მიზნით
  • შეხვედრების ორგანიზება
  • დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ვიზიტი სამშენებლო ობიექტზე.
  • მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის ორგანიზება
  • პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება
  • მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და აღრიცხვა
  • გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება
  • გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • მუშაობის უნარი როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად
  • დროის მართვის უნარი
  • ინფორმაციის ეფექტური ანალიზის და გადაცემის უნარი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით

ადგილმდებარეობა: თბილისი

გაცნობებთ, რომ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება მესამე პირისთვის გადაცემა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ჩვენს მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების მქონე აპლიკანტებთან.

წარმატებას გისურვებთ!