გაყიდვების მენეჯერი — Target Group

Target Group

გაყიდვების მენეჯერი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

უძრავი ქონების კომპანია "Target Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: "Target Group" არის განვითარებაზე ორიენტირებული უძრავი ქონების კომპანია, რომელიც აქტიურად მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია სპეციალიზდება უძრავი ქონების გაყიდვებში, პარტნიორულ მოლაპარაკებებსა და კომერციული ობიექტების მოძიება-რეალიზაციაში, უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო საათები: 11:00-19:00; შაბათ-კვირა: დასვენება (დასვენების დღეებში უნდა იყოს ონლაინ)
  • ანაზღაურება: 2000 ლარი (ფიქსირებული + საკომისიო სისტემა)
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, მარშალ გელოვანის გამზირი N13

ძირითადი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (სავალდებულო);
  • სასურველია გამოცდილება გაყიდვების ან B2B მოლაპარაკებების მიმართულებით;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების მაღალი უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და აქტიური გაყიდვების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • B2B პარტნიორების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • უძრავი ქონების გაყიდვების მართვა ქართულენოვან ბაზარზე;
  • ახალი კლიენტებისა და კომერციული ობიექტების მოძიება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა;
  • შეხვედრების დაგეგმვა და გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
  • მონაცემთა ბაზასთან მუშაობა და ანგარიშგება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება;
  • დროის მართვის და დაგეგმვის უნარი;
  • მიზანმიმართულობა და მაღალი მოტივაცია;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ბონუსებზე დაფუძნებულ წამახალისებელ სისტემას;
  • მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკებების მიმართულებით პროფესიულ მხარდაჭერას;
  • საინტერესო პროექტებზე მუშაობას.