გაყიდვების მენეჯერი
დეველოპერული კომანია „აქსისი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
საქართველოში ყველაზე მასშტაბური დეველოპერული კომპანიის პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: www.axis.ge და www.axistowers.ge
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი აკადემიური განათლება.
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა.
- სასურველია მუშაობის გამოცდილება დეველოპერულ, სამშენებლო, სარემონტო კომპანიებში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვების მიზნით.
- შეხვედრების ორგანიზება.
- დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ვიზიტი სამშენებლო ობიექტზე.
- მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის ორგანიზება.
- პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.
- მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და აღრიცხვა.
- გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება.
- გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- კომუნიკაბელურობა.
- მოლაპარაკების წარმოების უნარი.
- მუშაობის უნარი როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად.
- დროის მართვის უნარი.
- ინფორმაციის ეფექტური ანალიზის და გადაცემის უნარი.