გაყიდვების მენეჯერი — ოტო მოტორსი

samushao.ge
ოტო მოტორსი — ლოგო
ოტო მოტორსი

გაყიდვების მენეჯერი

₾1500 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია „ოტო მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (დისტრიბუციის განხრით)

სამუშაო ადგილი: ქ.მცხეთა, სოფ.წეროვანი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დასვენება კვირაში 1 დღე. გრაფიკი 10:00-18:00 (შესვენება 1 საათი)

ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები თანხა + ბონუსები

სამუშაო სპეციფიკა: საოფისე

ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია (მეტრო-სადგური სარაჯიშვილიდან)

ფიქსირებული ხელფასი გამოსაცდელი ვადის (სამი თვის) პერიოდში 1500 ლარი (ზრდის პერსპექტივით)

მოვალეობები:

  • აღრიცხვის სისტემა ‘FINA’-ში ინფორმაციის ასახვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი. კანდიდატს აქვს შეხება რეალიზაციასთან, უკან დაბრუნებასთან. უკან დაბრუნებაში იგულისხმება - ვერ გამომდგარი ნივთის/დეტალის პროგრამულად გატარება. არ აქვს შეხება სალაროსთან და თანხასთან.
  • ელ.ზედნადებების გამოწერა და ანგარიშფაქტურების ატვირთვა RS.GE ზე
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიურად განახლება, რეპორტის მომზადება და მიწოდება შესაბამისი დეპარტამენტისთვის
  • კომპანიის ფასდაკლების ბარათების გახსნა/დარეგისტრირება და ინფორმაციის მუდმივად განახლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია საბუღალტრო პროგრამა "FINA" -ში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; კონკრეტულად excel-ის სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
  • FINA-დან რეპორტის ფორმით მოსული excel-ის ფაილის წაკითხვა და გაანალიზება. საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ