გაყიდვების მენეჯერი — Symbol

samushao.ge
Symbol — ლოგო
Symbol

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო და დეველოპური კომპანია SYMBOL, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეს ბათუმის სწრაფად განვითარების უბანში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე ქ.ბათუმში.

შრომის პირობები:

  • შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით.
  • სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა, 10:00-დან 19:00 საათამდე.
  • დასვენების დღეები: შაბათი და კვირა.
  • სამუშაო ადგილი: საქართველო, ქ. ბათუმი, ანგისას ქ. №81

თანამდებობის ინფორმაცია (კატეგორია): გაყიდვები

თანამდებობის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი

სტრუქტურული ერთეული: გაყიდვების დეპარტამენტი

საჭიროა თუ არა მივლინება: აუცილებლობის შემთხვევაში

თანამდებობის ფუნქციური დაქვემდებარება: გაყიდვების ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში

მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი
  • პროფესიული გამოცდილება: გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო.
  • პროფესიული კომპეტენციები:
    • გაყიდვების ტექნიკების ცოდნა;
    • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
    • კლიენტებთან ურთიერთობის მაღალი კულტურა;
    • შედეგზე ორიენტირებულობა;
    • პრეზენტაციის უნარი;
    • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    • CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
  • ენების ცოდნის დონე:
    • ქართული – თავისუფლად;
    • ინგლისური – თავისუფლად;
    • რუსული – თავისუფლად.
  • კომპიუტერული უნარები: MS Office (Word, Excel, Outlook), CRM სისტემები, ინტერნეტი.

ძირითადი სამსახურებრივი მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • კომპანიის პროექტების პრეზენტაცია;
  • კონსულტაციების გაწევა;
  • მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • გარიგების სრულ ციკლში კლიენტის მომსახურება;
  • CRM სისტემაში მონაცემების განახლება და ანგარიშგება.

დამატებითი ინფორმაცია: კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, გუნდური მუშაობის უნარის მქონე, მოწესრიგებული და მაღალი ეთიკის მქონე კანდიდატი.

დასაქმებულის უფლებები: SYMBOL-ის დასაქმებულები სარგებლობენ საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია ახორციელებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ისევე დასაქმების შემდგომ პერიოდში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Recruiter.ge-ზე შეგიძლია ნახო საქართველოში ყველა პლატფორმაზე არსებული ყველა ვაკანსია.

გადადი →