გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "გლობალ თოისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!
ჩვენ ვეძებთ პოზიტიურ, მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს/გაყიდვების მენეჯერს. ის აქტიურად ჩაერთვება კომპანიის პროდუქციის გაყიდვებში და იზრუნებს ჩვენს განვითარებაზე.
კომპანია, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კომფორტულ სამუშაო გარემოსა და მოტივაციის ამაღლების მექანიზმებს, რადგან გვჯერა, რომ თანამშრომელზე ზრუნვა კომპანიის წარმატების საწინდარია.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (გაყიდვებიდან დამატებით 5%)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (კვირა - დასვენება)
** სამუშაო საათები: დილის 10:00-დან საღამოს 18:00-მდე
** მდებარეობა: თბილისი, კონსტანტინე სტანისლავსკის ქ. N3
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის (საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები, ტელეფონის აქსესუარები) ეფექტური პრეზენტაცია და გაყიდვების პროცესის მართვა;
** მომხმარებლებთან ეფექტური, მეგობრული და პროფესიონალური კომუნიკაციის დამყარება;
** გაყიდვების მოცულობის ზრდაზე აქტიური მუშაობა.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
** კომუნიკაბელურობა და პოზიტიური განწყობა;
** მოწესრიგებული და საქმიანი იმიჯი;
** მიზანდასახულობა და საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა: დროის ეფექტური მართვის უნარი.
** წარმოსადეგი ვიზუალის მქონე.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარს;
** გაყიდვებიდან მიღებულ მაღალ ბონუსს: დამატებით 5%-ს;
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარების შესაძლებლობით.
** ყოველთვიურად, მოვალეობების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, ხელფასი გაიზრდება.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე:598 71 71 22.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება:"გაყიდვების მენეჯერი".