გაყიდვების მენეჯერი — ჩემი ოფისი

ჩემი ოფისი — ლოგო
ჩემი ოფისი

გაყიდვების მენეჯერი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე.

შერჩეულ კანდიდატს კომპანია აძლევს საშუალებას გაიაროს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი. ადგილზე დაეუფლოს გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, დაესწროს ტრენინგებს, როგორც პროდუქციის ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის შესახებ.

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. №9 (დიდუბის მეტროს მიმდებარედ)
  • გრაფიკი: 09:00-დან 18:00 სთ-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (2000 ლარი+)

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციურ მომხმარებელთა მოზიდვა და მათთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებელთა მომსახურება;
  • პოტენციური მომხმარებლებისათვის არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
  • მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
  • ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
  • კონსულტაციის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • უპირატესობად ჩაითვლება 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ