გაყიდვების მენეჯერი — მედ-დიაგნოსტიკა

მედ-დიაგნოსტიკა

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კლინიკა "მედ-დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, კლინიკას გააჩნია ლაბორატორიული და ამბულატორიული სერვისები;

სამედიცინო კლინიკა ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კლინიკის სერვისების პოპულარიზაციაზე, პარტნიორული ქსელის განვითარებასა და ახალი პაციენტების მოზიდვაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ექიმებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, კლინიკებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
  • კლინიკის სამედიცინო სერვისების, პროგრამებისა და სპეციალიზებული მიმართულებების პრეზენტაცია;
  • ახალი პარტნიორების მოძიება და თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარება;
  • პაციენტთა ნაკადის ზრდის მიზნით ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრების ორგანიზება;
  • ბაზრის კვლევა, კონკურენტების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • გაყიდვებისა და რეფერალური ქსელის განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • კონფერენციებში, სამედიცინო ღონისძიებებსა და პროფესიულ შეხვედრებში კლინიკის წარმომადგენლობა;
  • CRM სისტემაში ვიზიტებისა და შედეგების აღრიცხვა;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური საქმიანობის ანგარიშების მომზადება;
  • ხელმძღვანელობისთვის ბაზრის ტენდენციებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ რეკომენდაციების წარდგენა;
  • კლინიკის პოზიტიური იმიჯისა და ბრენდის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მედიცინის, ფარმაციის, ბიოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან მონათესავე მიმართულებით;
  • სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება სასურველია;

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაბელურობა, პრეზენტაციისა და დროის მართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეს გადარჩევა
  • ინდივიდუალური გასაუბრება

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას;
  • საწვავისა და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას (საჭიროების შემთხვევაში);
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

გაცნობებთ, რომ "შპს მედ დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ