გაყიდვების მენეჯერი — Betobe

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
Betobe

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ბითუბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია ეძებს ინგლისური ენის მცოდნე გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი პროდუქტის-ინტერნეტ პლატფორმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და პლატფორმის მომხმარებლების (ბინათმესაკუთრეთა, სხვა უძრავი ქონების მფლობელების, უძრავი ქონების აგენტების, ბროკერების, ინსპექტორების, კონტრაქტორების და სხვა დაკავშირებული მხარის სახით) ზრდას.

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების და პარტნიორების მოძიება, მათთან კომუნიკაცია.
  • პოტენციურ მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება ელფოსტის, LinkedIn-ის, სოციალური მედიისა და სხვა შესაბამისი არხების გამოყენებით.
  • CRM სისტემებში, მათ შორის HubSpot, Attio-ში ან სხვა მსგავს სისტემებში პოტენციური მომხმარებლების ბაზის, შემდგომი კომუნიკაციისა და გაყიდვების პროცესის მართვა.
  • ახალი პროდუქტის მნიშვნელობის, შინაარსის, ფუნქციონალისა და უპირატესობების მკაფიო და ეფექტური წარდგენა პოტენციური მომხმარებლებისთვის.
  • უძრავი ქონების აგენტებთან, ბროკერებთან, ინსპექტორებთან, კონტრაქტორებთან და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება.
  • მომხმარებლებისთვის პროდუქტის დემო ვერსიის წარდგენა, პროდუქტის ინტეგრაციისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა.
  • მომხმარებელთა აქტივობების, მათი უკუკავშირის მონიტორინგი და მართვა.
  • ფასების ჩამოყალიბების, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ხასიათის გზავნილების გავრცელების, გაყიდვების სხვადასხვა არხების გამოყენების ტესტირებაში გუნდისთვის დახმარების გაწევა.
  • ბაზრის უკუკავშირის, მომხმარებელთა საჭიროებებისა და გაყიდვების პროცესში მიღებული ინფორმაციის გაზიარება კომპანიის დამფუძნებლებისა და პროდუქტის განვითარების გუნდისთვის.

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, უძრავი ქონების, მომსახურების სხვა სფეროში.
  • ელფოსტის, LinkedIn-ის, სოციალური მედიისა და CRM სისტემების ეფექტურად გამოყენების უნარი მომხმარებლებთან კომუნიკაციისას.
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე.
  • ორგანიზებულობა, მოტივირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • ახალი პროდუქტის გაყიდვისა და მისი ეფექტურად წარდგენის უნარი.
  • ინტერესი უძრავი ქონების, ტექნოლოგიების, საყოფაცხოვრებო სერვისების სფეროს გაუმჯობესების კუთხით
  • უძრავი ქონების ან საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი, საკომისიო ანაზღაურება და შედეგებზე დაფუძნებული ბონუსები, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენ მოგიძებნით გაყიდვების ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა გაყიდვების ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ