გაყიდვების მენეჯერი — ბლოქსი

ბლოქსი — ლოგო
ბლოქსი

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ბლოქსი (blox.ge) 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და ქმნის თანამედროვე, კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს მაღალი ხარისხის სტანდარტებით.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (არაუმეტეს 40 საათისა კვირაში)

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00
  • შაბათი: 11:00 - 15:00
  • შესვენება: 1 საათი

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის საცხოვრებელი და კომერციული ფართების გაყიდვა;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება, მონაცემების ანალიზი და ეფექტური მართვა;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
  • კომპანიის პროექტებისა და ობიექტების პრეზენტაცია;
  • მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების წარმატებით დასრულება;
  • შეთავაზებებისა და კომერციული წინადადებების მომზადება;
  • CRM სისტემაში კლიენტთა ბაზის მართვა და განახლება;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  • მარკეტინგულ და გაყიდვით აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
  • უძრავი ქონების ბაზრის ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია);
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ

  • ფიქსირებულ ანაზღაურებასა და შედეგებზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • თანამედროვე, მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.

განაცხადის წარდგენის წესი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 26 ივლისი

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.