გაყიდვების მენეჯერი — აი ემ

აი ემ

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Furniture I AM აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ გაქვთ გაყიდვების გამოცდილება, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და გსურთ იმუშაოთ მაღალი ხარისხის პროდუქტთან, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტების კონსულტაცია ოფისში, ტელეფონითა და მესენჯერების საშუალებით;
  • შემოსული მოთხოვნების დამუშავება;
  • კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • ავეჯის ღირებულების წინასწარი კალკულაციის მომზადება;
  • კლიენტის სრულყოფილი მომსახურება პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
  • დიზაინერებთან, ამზომველებთან და წარმოების გუნდთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ავეჯის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული ქართული და რუსული ენის ცოდნა (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და განვითარებისა და სწავლების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დასაქმებას სტაბილურ კომპანიაში, რომელსაც საკუთარი წარმოება აქვს;
  • მაღალი ხარისხის პროდუქტს;
  • სამუშაო პროცესში სრულფასოვან გადამზადებას;
  • კომფორტულ ოფისს თბილისის ცენტრში;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას — ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.