გაყიდვების მენეჯერი
სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანია "Waynex" აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება და შენარჩუნება;
- სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების შეთავაზება;
- გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების მონიტორინგი;
- ბაზრის ანალიზი და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სატრანსპორტო ან ლოგისტიკის მიმართულებით.
- მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან რუსული) ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.