გაყიდვების ლიდი
სააგენტო "Rebels"-ი ეძებს შედეგზე ორიენტირებულ, ენერგიულ და გამოცდილ გაყიდვების ლიდს, რომელიც სრულად ითავებს გაყიდვების პროცესის მართვას და გახდება ჩვენი გუნდის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა.
პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები
- სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური
ძირითადი მოვალეობები
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა - პოტენციური კლიენტების (ლიდების) მოძიებიდან გარიგების საბოლოო დახურვამდე.
- B2B კომუნიკაცია, პრეზენტაციების მომზადება და სააგენტოს სერვისების ეფექტურად წარდგენა.
- მოპოვებული ლიდების დამუშავება და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
- გაყიდვების არხების განვითარება, პროცესის ოპტიმიზაცია და შედეგების ანალიზი.
მოთხოვნები და უნარები:
- B2B გაყიდვების ან ციფრული მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სააგენტოში).
- გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დაჯერების უნარი.
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პროცესების სწორად დაგეგმვის/მართვის უნარი.
- შედეგზე ორიენტირებულობა და გამოწვევებთან გამკლავების სურვილი.
რას გთავაზობთ?
- მზარდ, დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
- პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.
- მოქნილ პირობებსა და შედეგზე დაფუძნებულ საბონუსე/სამოტივაციო სისტემას.