გაყიდვების კოორდინატორი — ბარისტო

ბარისტო — ლოგო
ბარისტო

გაყიდვების კოორდინატორი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ბარისტო" ყავის და ვენდინგ აპარატების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.

მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია 500-ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.

ამჯერად კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1000 ლარიდან

სამუშაო განაკვეთი: თვეში 13-15 დღე, 2/2 (შეთანხმებით). დრო: 10:00 - 20:00

სამსახურის მდებარეობა: თბილისი, ა. წერეთლის 116

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიაში წარმოდგენილი ასორტიმენტის სრულყოფილი შესწავლა და გაცნობა მომხმარებლისთვის (როგორც საცალო ასევე B2B სექტორი)
  • შემოსული მომხმარებლების მიღება სტანდარტების შესაბამისად
  • შესაბამისი სალარო გატარებების წარმოება
  • ახალი მარაგების განთავსება შოუ რუმში
  • შეკვეთილი პროდუქციის მომზადება და მომხმარებელზე/კურიერზე გადაცემა
  • მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე კომპანიის ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ინფორმაციის/პროდუქციის მახასიათებლების საინტერესოდ და სრულყოფილად წარდგენის უნარი
  • გამართული მეტყველების უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების MS WORD; EXCELL სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • უცხო ენები: ინგლისური ან რუსული - კომუნიკაციის შესაძლებლობა
  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული თვისებები:

  • სერვისზე და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი