გაყიდვების კოორდინატორი — VGCC

VGCC — ლოგო
VGCC

გაყიდვების კოორდინატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

VGCC - კენჭოვანი საფარი - არის ბრიტანული მოსაპირკეთებელი მასალის იმპორტიორი კომპანია საქართველოში.

გუნდში ვეძებთ ორგანიზებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების კოორდინატორს, რომელიც გაუძღვება პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის სრულ პროცესს.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსულ ზარებზე, სოციალურ ქსელებსა და ელ. ფოსტაზე მომხმარებლებთან კომუნიკაცია
  • პროდუქციის, ფასებისა და მომსახურების პირობების დეტალურად ახსნა
  • საწყობში პროდუქციის ნაშთების შემოწმება
  • თითოეული ლიდისა და გაყიდვის CRM სისტემაში აღრიცხვა და მართვა
  • მომხმარებელთან ტექნიკური ჯგუფის ვიზიტის დაგეგმვა და კოორდინაცია
  • ვიზიტის შემდეგ ინვოისის/პრეზენტაციის მომზადება
  • მომხმარებელთან მოლაპარაკება და გაყიდვის დახურვა
  • გაყიდვის შემდეგ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების კოორდინაცია
  • CRM-ის საშუალებით დაუსრულებელი გაყიდვების კონტროლი და შემდგომი კომუნიკაცია/Follow-up

პოზიცია არ გულისხმობს ახალი მომხმარებლების მოძიებას - კომპანია თავად უზრუნველყოფს შემომავალ ლიდებს.

მოთხოვნები:

  • ძლიერი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები
  • მომხმარებლების დახმარებისა და პრობლემების მოგვარების უნარი
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
  • სტაბილურ და საინტერესო სამუშაო გარემოს სწრაფად მზარდ კომპანიაში
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით