გაყიდვების კონსულტანტი- ზუგდიდი
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია "ბეკო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ზუგდიდი, გამარჯვების ქ.28 (გამარჯვების ქ.N7-ზე მდებარე მწვანე საცხოვრებელი კორპუსის უკან)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (გაყიდვებიდან).
შერჩევის ფორმა: გასაუბრება.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- სექციაში არსებული პროდუქციის სწორი განლაგება და კონტროლი;
- სააქციო პროდუქციის ეფექტურად წარმოდგენა სექციის მასშტაბით;
- სექციაში არსებული მარაგების კონტროლი და აღწერა;
- მოთხოვნადი პროდუქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის მოთხოვნის მენეჯერთან დაფიქსირება;
- ახალი მოდელების შესწავლა;
- გაყიდული პროდუქციის შემოწმება;
- მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა.
უნარები/პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე სრული ორიენტირებულობა;
- გამართული მეტყველება და ინფორმაციის ზუსტად გადმოცემის უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის განცდა სამუშაო პროცესისადმი;
- სასურველია გაყიდვების სფეროში გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი ან პროფესიული განათლების მქონე პირებს.