გაყიდვების კონსულტანტი/ზარა-სითი მოლი-სრული განაკვეთი
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
ბრენდი: Zara
ადგილმდებარეობა: City Mall, თბილისი
განაკვეთი: სრული
Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.
მისამართი: City Mall - ვაჟა-ფშაველას #70
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი (2 დღე დასვენება)
- ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1000 ლარი + 700 ლარამდე ბონუსი.
რას გააკეთებ:
- შეისწავლი მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებელს;
- მომხმარებლებს გაუწევ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას;
- ჩართული იქნები მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის გაყიდვაში;
- განახორციელებ მაღაზიაში არსებული პროდუქციის განლაგებას და მერჩენდაიზინგს.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კორპორატიულ დაზღვევას;
- წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.