გაყიდვების კონსულტანტი - U.S. Polo - თბილისი მოლი/ ნახევარი განაკვეთი — Cenomi Retail

Cenomi Retail — ლოგო
Cenomi Retail

გაყიდვების კონსულტანტი - U.S. Polo - თბილისი მოლი/ ნახევარი განაკვეთი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სენომი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების კონსულტანტი - U.S. Polo - თბილისი მოლი (ნახევარი განაკვეთი).

Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, 213 კმ.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: კვირაში 20 საათი (2 დღე დასვენება);
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 500 ლარი.

რას გააკეთებ:

  • შეისწავლი მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლებს;
  • მომხმარებლებს გაუწევ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას;
  • ჩართული იქნები მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის გაყიდვაში;
  • განახორციელებ მაღაზიაში არსებული პროდუქციის განლაგებას და მერჩენდაიზინგს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კორპორატიულ დაზღვევას (ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის შემდეგ);
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.