გაყიდვების კონსულტანტი- თელავი
კონტაქტ ჰოუმი — ეს არის თანამედროვე სივრცე და ლიდერი კომპანია, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის მსოფლიო გიგანტები. ჩვენ ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და სხვ.).
დღეისათვის ჩვენი გუნდი 250-მდე პროფესიონალს აერთიანებს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენი მთავარი ღირებულება თანამშრომლების პიროვნული და კარიერული განვითარებაა.
ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ გაყიდვების კონსულტანტს, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს საუკეთესო ტექნიკის შერჩევაში.
სამუშაო ადგილი: თელავი
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
- მომხმარებლისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
- ფილიალში წარმოდგენილი პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა მომხმარებლის გამართული მომსახურებისთვის;
- სექციის ვიზუალური მოწესრიგება: ფასმაჩვენებლების სისწორის კონტროლი, ამობეჭდვა და განთავსება;
- მარაგების მართვა: პროდუქციის დახლზე გადანაწილება, განახლება და შევსება;
- მოთხოვნადი პროდუქტების იდენტიფიცირება და მენეჯერთან რეპორტინგი;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან და კომპანიის ინტერესებიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (განვიხილავთ სტუდენტებსაც);
- უცხო ენების (ინგლისური, თურქული ან რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- მაღალი მოტივაცია, ორგანიზებულობა და განვითარების სურვილი.
რას გთავაზობთ ჩვენ?
ჩვენი მიზანია შევქმნათ კომფორტული სამუშაო გარემო, ამიტომ გთავაზობთ კონკურენტულ პირობებს:
- სოლიდური ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (ანაზღაურება საშუალოდ 900-დან 1500 ლარამდე);
- ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა (როგორც ინდივიდუალური, ასევე საოჯახო პაკეტები);
- ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;
- სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე (2 დასვენების დღე შეთანხმებით);
- დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
- პერსპექტივა: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2026 წელი.
* მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.