გაყიდვების კონსულტანტი- თბილისი მოლი
sbmstore, როგორც მონობრენდული მაღაზია ქართულ ბაზარზე 2012 წელს, JOMA-ს სახელწოდებით გამოჩნდა. სახელი მომდინარეობდა იმ ბრენდისგან, რომელსაც იმ დროისთვის კომპანია წარმოდგენდა. რებრენდინგის შემდეგ ჩამოყალიბდა მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი sbmstore, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი გახდა: Kappa, SELECT, JOMA, uhlsport, MUNICH SPORT, FESSURA.
sbmstore ორიენტირებულია საქართველოში სპორტული საცალო და კორპორატიული ვაჭრობის კულტურის განვითარებაზე. როგორც წამყვანი მულტიბრენდული სპორტული მაღაზია, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, შემოვიტანოთ უმაღლესი ხარისხის სპორტული ბრენდები ადგილობრივ ბაზარზე.
სბმ თიმ ეძებს გუნდის წევრს, რომელიც მზად არის გამომწვევიებისთვის და დაინტერესებულია კარიერიული წინსვლით.
ანაზღაურება: ანაზღაურება ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი საშუალოდ 300-600 ლარი
ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე: 1000 ლარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი მოლი
გრაფიკი: კვირაში 40 საათი
სამუშაო საათები: 2 სამუშაო დღე, 2 დასვენება
სარგებელი: კერძო ჯანრთელობის დაზღვევა (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ)
მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
- ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან ურთიერთობა, პროდუქციის შეთავაზება გაყიდვა.
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა, ასევე განთავსება და დალაგება.
- გაყიდული პროდუქციის პროგრამულად გატარება.
- მენეჯერის მითითებების შესრულება.
- კოლექციის მიღებაში მონაწილეობა.