გაყიდვების კონსულტანტი / შოურუმის მენეჯერი
"Aito Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის / შოურუმის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი
კომპანიის შესახებ:
AITO — ავტომობილების ბრენდი, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიებს, თანამედროვე დიზაინსა და კომფორტს აერთიანებს. Huawei-ის ინოვაციური ტექნოლოგიებით შექმნილი AITO ახალი თაობის ავტომობილებს გვთავაზობს და პრემიუმ მობილობის ახალ სტანდარტს ქმნის.
"AITO Georgia"-ს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომსახურება: შოურუმში შემოსული სტუმრების მაღალკვალიფიციური მიღება, ბრენდის ღირებულებების გაზიარება და სრულყოფილი კონსულტაცია.
- პროდუქტის ექსპერტიზა: ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების, უპირატესობებისა და ინოვაციური სისტემების დეტალური პრეზენტაცია.
- გაყიდვების ციკლის მართვა: პოტენციური კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების სრული პროცესის ადმინისტრირება.
- CRM და რეპორტინგი: მომხმარებელთა ბაზის მართვა, გრძელვადიანი ლოიალობის ჩამოყალიბება და შესრულებული სამუშაოს ანალიზი.
- მარკეტინგული ჩართულობა: ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და გაყიდვების სტიმულირებისთვის ახალი იდეების გენერირება.
- მიზნების მიღწევა: კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება და ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით).
- გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში (ავტოინდუსტრიაში ან პრემიუმ სეგმენტთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
- ენები: ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე); რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პლუსად.
- MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) და CRM სისტემებთან მუშაობის უნარი.
- მართვის მოწმობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულოა).
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და მოლაპარაკებების წარმართვის გამორჩეული უნარი.
- სტრესულ სიტუაციაში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ხელფასი + მოქნილი ბონუსური სისტემა (Limitless commission).
- სამუშაო გარემო: თანამედროვე, ტექნოლოგიური და მეგობრული ატმოსფერო.
- განვითარება: პროფესიული ტრენინგები და საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის შესაძლებლობა.
- კარიერა: რეალური შანსი გახდეთ გლობალური ბრენდის წარმატების ნაწილი საქართველოში.