გაყიდვების კონსულტანტი- ისთ ფოინთი, სითი მოლი გლდანი — დროუბოქსი

დროუბოქსი

გაყიდვების კონსულტანტი- ისთ ფოინთი, სითი მოლი გლდანი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საკანცელარიო მაღაზია "დროუბოქსი" ახადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ისთ ფოინთი, ალ. თვალჭრელიძის 2 / სითი მოლი გლდანი, ი. ვეკუას 1

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი

სამუშაო გრაფიკი: ცვლაში

ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა
  • გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება
  • მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა
  • კლიენტების პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და კომპანიისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად
  • მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
  • ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება

ძირითადი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული თვისებები:

  • ენერგიული;
  • ორგანიზებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • მოტივირებული;
  • შრომისმოყვარე;
  • თავაზიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ