გაყიდვების კონსულტანტი/ინსტრუქტორი
შპს "ქარავანი+" — სანადირო, თავდაცვისა და აქტიური დასვენების აღჭურვილობის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში — აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის/ინსტრუქტორის პოზიციაზე.
თუ გაქვთ ინტერესი სამოქალაქო იარაღის, ნადირობისა და სალაშქრო ინვენტარის მიმართ, გსურთ განვითარდეთ დინამიკურ გარემოში და გაქვთ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ველოდებით თქვენს განაცხადს.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: სრული განაკვეთი
- ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30 სთ
- შაბათი - 10:00-15:30 სთ
- კვირა - დასვენების დღე
მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა ძირითადად დანების, დამატებით კი იარაღის, ამუნიციის, სათევზაო, კემპინგისა და სხვა პროდუქციის შერჩევაში;
- შოურუმში პროდუქციის ეფექტური განთავსება/ვიზუალური მერჩენდაიზინგი და მარაგების მუდმივი კონტროლი;
- პროდუქციის უსაფრთხოების ნორმების დაცვა მაღაზიაში და ცივ თუ ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობის წესების კონტროლი;
- სოციალური ქსელების გვერდებისთვის კონტენტის მომზადებაში მონაწილეობა (ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება, პროდუქციის წარდგენა);
მოთხოვნები:
- სოციალურ ქსელებთან (Facebook, Instagram და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად);
- რეკომენდებულია ინსტრუქტორს ჰქონდეს გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.