გაყიდვების კონსულტანტი- გორი — BlueTabla

BlueTabla — ლოგო
BlueTabla

გაყიდვების კონსულტანტი- გორი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ბლუტაბლა არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.

ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე გორში.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასის მომსახურებას;
  • კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: 1000-1200 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (5 დღე 10:00-16:00 ან 16:00-22:00, 1 დღე 10:00-22:00)
  • სამუშაო ადგილი: გორი (გორი მოლი)

მოთხოვნები:

  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • კარგი კომუნიკაციის უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება.
  • პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება.
  • ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მარაგების კონტროლი.
  • სალარო ოპერაციების წარმოება.
  • პროდუქციის მიღება და განლაგება.