გაყიდვების კონსულტანტი - დროებითი- თბილისი მოლი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xs toys" აცხადებს ვაკანსიას დროებითი ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში, სავაჭრო მოლში.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში, ორი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
- პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
- სალარო აპარატთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება;
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: დღიური.
სამუშაოს პერიოდი: 1 თვე.