გაყიდვების კონსულტანტი- დიღმის ფილიალი
თავის მოვლის საშუალებების საერთაშორისო ქართულ კომპანიას "პიელ ნატურალსს" ესაჭიროება გაყიდვების კონსულტანტი დიღმის ფილიალისთვის.
თუ ხშირად იღიმი, ე.ი. ჩვენიანი ხარ!
ღიმილი თუ იცი, დანარჩენს ჩვენ გასწავლით.
"პიელ ნატურალსი" არის N1 ქართული პრემიუმ ბრენდი, რომელიც მე-8 წელია ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით აწარმოებს ვეგანურ, უპარაფინო, უპარაბენო, უსილიკონო თავის მოვლის პროდუქტებს.
კომპანია 2017 წელს დაარსდა და მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით 10 სხვადასხვა ლოკაციაზე მასპინძლობს;
ბრენდის ფრანშიზა გაყიდულია ქუვეითში, სადაც სულ მალე მისი ბრენდის მაღაზია გაიხსნება.
პიელი აბედნიერებს ყველას, ჩვენ გვწამს რომ ბედნიერი თანამშრომელი უდრის ბედნიერ მომხმარებელს.
ჩვენი სლოგანია: პიელი, ერთი წასმით შეყვარება!
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 1 დღე - დასვენება. (5 დღე მუშაობთ კვირაში 6 საათი, ერთი დღე კვირაში 12 საათი, შესვენებებით. კვირაში 5 დღე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ან 16:00 საათიდან 22:00 საათამდე; კვირაში ერთი დღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე; კვირაში ერთი დღე - დასვენება).
ლოკაცია: ფარნავაზ მეფის გამზ. N1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლების თითოეულ თხოვნაზე ოპერატიული რეაგირება და მათთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება;
- ფილიალში პროდუქციის განლაგების სტანდარტების დაცვა;
- სალაროს მართვა;
- არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ინგლისურის ცოდნა;
- კომუნიკაბელური;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენთვის კონსულტანტი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კადრია მთელს კომპანიაში, რომელზეც დგას სრულიად კომპანია.
ჩვენთან თანამშრომლობის ბენეფიტები: მეგობრული, თბილი გარემო, პატივისცემით და სწორი დამოკიდებულებით გამსჭვალული უფროსები, უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი, რომელიც მუდმივად მოდის და გახალისებს და გაბედნიერებს სტენდზე. განსაკუთრებული ფასდაკლება პიელ ნატურალსის პროდუქტებზე შენ და შენს ახლობლებს, (აღარასდროს აღარ დარდობ ვის რა აჩუქო დაბადების დღეზე). წამახალისებელი საჩუქრები და გათამაშებები კომპანიის მხრიდან. უფასო პროფესიული განმავითარებელი ტრენინგები.