გაყიდვების კონსულტანტი- ბათუმი — ბიესი

ბიესი — ლოგო
ბიესი

გაყიდვების კონსულტანტი- ბათუმი

₾1300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის N63

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (კვირაში 40სთ)

ანაზღაურება: 1300 ლარი+ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი მარაგების მიღება, გახსნა ორგანიზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და შეთავაზების გაკეთება;
  • გაყიდვებისა და საწყობის გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია;
  • ინვოისისა და პროდუქციის გაწერა;
  • აპარატის მეშვეობით, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად საღებავის ფერების კორექცია და დამიქსვა;
  • პერიოდულად ზარების განხორციელება და უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალების შესრულება;
  • კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია სამშენებლო მასალებში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel.

პიროვნული მახასიათებლები:

  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • პუნქტუალური.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.