გაყიდვების კონსულტანტი- ბათუმი
Free Style Group წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს საქართველოს, სომხეთისა და უზბეკეთის ბაზრებზე და წარმატებით ოპერირებს მოდისა და რითეილ ინდუსტრიაში.
ჩვენი გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ გაყიდვების კონსულტანტებს.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების პროფესიონალური და მეგობრული მომსახურება;
- პროდუქციის პრეზენტაცია და გაყიდვების განხორციელება;
- მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
- სავაჭრო სივრცის მოწესრიგება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
- სალარო ოპერაციებში მონაწილეობა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
- გაყიდვების მიზნების შესრულება და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული ზრდის პერსპექტივას საერთაშორისო კომპანიაში.
- სამუშაო ადგილი: ბათუმი