გაყიდვების კონსულტანტი- ბათუმი
იტალიური სამზარეულოს ტექნიკის ბრენდი "Smeg"-ის გაყიდვების აგენტი საქართველოში ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ გაყიდვების კონსულტანტებს, ბათუმის გრანდ მოლში განთავსებულ სტენდებზე, მცირე ზომის დიზაინერული სამზარეულოს ტექნიკის (ჩაიდანი, ტოსტერი, ყავის აპარატი, მიქსერი, წვენსაწური და ა.შ.) გაყიდვების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები"Smeg"-ის ბრენდის კონცეფციის პრეზენტაცია, ბრენდის მიერ წარმოებული სამზარეულოს ტექნიკის თაობაზე კონსულტაცია, პროდუქციის გაყიდვა, სალარო აპარატთან მუშაობა და გაყიდვების პროგრამაში ტრანზაქციების შეყვანა, მარაგების მართვა, აღრიცხვა, კონტროლი. გაყიდვების გეგმის შესრულება.
მოთხოვნებიგაყიდვების სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (სასურველია საოჯახო ტექნიკის ანდა პრემიუმ კლასის ტანსაცმლის სფეროში), კომუნიკაციის ძლიერი უნარები, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტაცია. უცხო ენ (ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთკონკურენტულ ანაზღაურებას, პლუს გაყიდვების გეგმაზე დაფუძნებულ ბონუს სისტემას. მუშაობის გამოცდილებას მსოფლიო დონის პრემიუმ ბრენდთან.