გაყიდვების კონსულტანტი- ბათუმი
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიკური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
კომპანია "Giggles" აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას, ორ ლოკაციაზე:
- ბათუმი, ახალი ბულვარი
- ბათუმი, ძველი ბულვარი
პირობები:
- სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 6 სამუშაო და 1 დასვენების დღე, ან 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, კომბინირებულად; გრაფიკი 10:00-16:00/16:00-22:00
- სახელფასო განაკვეთი: თვიური 1150 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მომხმარებლებთან
- სათვალეებისა თუ სხვა პროდუქციის მახასიათებლების ახსნა დაინტერესებულებისთვის
- მომხმარებელთა დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაში
- გადახდების პროცესის მართვა, დოკუმენტაციის მოწესრიგება
- პროდუქციისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის/წესრიგის შენარჩუნება
- მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა, გაყიდვების გეგმის შესრულება
- მარაგების მეთვალყურეობა და მოთხოვნების დაფიქსირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
- ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები