გაყიდვების კონსულტანტი- ბათუმი — Vestel

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
Vestel

გაყიდვების კონსულტანტი- ბათუმი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "მატექს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ახალი ბრენდის — MAQMA — პირველი ფილიალისთვის ბათუმში.

MAQMA წარმოადგენს ახალ საცალო კონცეფციას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ტექსტილისა და ტექნიკის მიმართულებებს.

ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და ენერგიულ თანამშრომლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლის მაღალ დონეზე მომსახურებას და გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვას.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
  • სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • სამუშაო განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე, 40 სამუშაო საათი

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების კონსულტაცია და პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
  • გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა
  • პროდუქციის სწორად განთავსება და მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების დაცვა
  • მაღაზიაში წესრიგისა და პროდუქციის პრეზენტაციის კონტროლი
  • მომხმარებლის მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა
  • პროდუქციის მარაგის კონტროლში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის ძლიერი უნარები
  • გაყიდვებსა და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
  • გუნდში მუშაობის უნარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Manamo Home დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.

ჩვენ მოგიძებნით გაყიდვების ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა გაყიდვების ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ