გაყიდვების კონსულტანტი- ასათიანი — დროუბოქსი

დროუბოქსი

გაყიდვების კონსულტანტი- ასათიანი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Geosm" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 3000-მდე დასახელების პროდუქცია. მაღაზია ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 14

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 10:00-20:00სთ, დასვენება - ყოველ მესამე დღეს

ანაზღაურება: 1200 ლარი ფიქსირებული + სამი თვის შემდეგი ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა
  • გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება
  • მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა
  • კლიენტების პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და კომპანიისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად
  • მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
  • ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება

ძირითადი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული თვისებები:

  • ენერგიული;
  • ორგანიზებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • მოტივირებული;
  • შრომისმოყვარე;
  • თავაზიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ