გაყიდვების კონსულტანტი — კარის სახლი

კარის სახლი

გაყიდვების კონსულტანტი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "კარის სახლი" დაარსდა 2021 წელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში. კომპანია ოპერირებს საცალო ვაჭრობის მიმართულებით, ყიდის მზა კარს და საჭირო აქსესუარებს.

კომპანია "კარის სახლი" ეძებს გაყიდვების კონსულტანტს თბილისის ფილიალში.

თქვენს მოვალეობაში შევა:

  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა და გაყიდვების სრული პროცესის მართვა;
  • შეკვეთის განხორციელება და შემდგომში მიღება, მითვლა, პროდუქციის შემოწმება რეალიზაციის განხორციელებამდე;
  • შოურუმში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
  • სავაჭრო სივრცეში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება.

ვეძებთ გუნდის წევრს:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით;
  • პოზიტიურს და კომუნიკაბელურს;
  • პუნქტუალურსა და დისციპლინირებულს;
  • კომპანიასთან ერთად განვითარებაზე და ზრდაზე ორიენტირებულს.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 5 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება / 40 საათიანი სამუშაო კვირა
  • სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 სთ
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი; (საშუალოდ 400 ლარიდან თვეში)

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ