გაყიდვების კონსულტანტი — პარადისის ჯგუფი

პარადისის ჯგუფი

გაყიდვების კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"პარადისი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში, შემდეგ მაღაზიებში:

  • სავაჭრო ცენტრი " თბილისი მოლი" - მულტიბრენდული მაღაზია CitySport
  • სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი" - მაღაზია EA7 Emporio Armani

კომპანია დაარსდა 2006 წელს და უკვე 20 წელია ოპერირებს ბაზარზე. იგი აერთიანებს საერთაშორისო ბრენდებს როგორიცაა: NewBalance, EA7 Emporio Armani, Peak, IcePeak, Luhta, Colmar და სხვა. არის ოფიციალური, ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში არაუმეტეს 48 საათისა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
  • ფასების, ფასდაკლებებისა და ეტიკეტების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ენერგიულობა, თავაზიანობა, პუნქტუალურობა და კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებული ხელფასი + კონკურენტული საბონუსე სისტემა;
  • კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო;
  • კარიერული წინსვლა, განვითარებაში ხელშეწყობა.