გაყიდვების კონსულტანტი-
"Kontak"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
შენი მისია კომპანიაში: როგორც გაყიდვების კონსულტანტი, შენ იქნები ჩვენი მომხმარებლების მთავარი მრჩეველი, დაეხმარები მათ საუკეთესო ტექნიკის შერჩევაში და შექმნი მომსახურების მაღალ სტანდარტს.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა და საჭიროებების დადგენა;
- ფილიალში წარმოდგენილი პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
- სექციის ვიზუალური მოწესრიგება;
- სასაქონლო მარაგების მართვა: პროდუქციის დახლზე გადანაწილება, განახლება და შევსება;
- მოთხოვნადი პროდუქტების იდენტიფიცირება და მენეჯერთან რეპორტინგი;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გაქვს გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ფლობ უცხო ენებს (ინგლისური, თურქული ან რუსული) საკომუნიკაციო დონეზე;
- ხარ მოტივირებული, ორგანიზებული და გაქვს განვითარების სურვილი;
რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:
- გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე 2 დასვენების დღე (შეთანხმებით);
- ანაზღაურება: საშუალოდ 1400 ლარიდან 3000 ლარამდე და მეტი ;
- ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
- აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
- განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 ივლისი, 2026.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.