გაყიდვების კონსულტანტი — ROMAN Georgia

ROMAN Georgia — ლოგო
ROMAN Georgia

გაყიდვების კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ROMAN" არის ქალის ტანსაცმლის პრემიუმ კლასის თურქული ბრენდი, რომელიც საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს თურქეთში, სადაც აქვს 100-მდე მაღაზია.

"ROMAN" ასევე წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, ქალაქ თბილისში.

მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 2/4 სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი"

მაღაზია "ROMAN" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ფლობა სასურველია;

უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელური;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინარული;
  • პუნქტუალური;

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის ცოდნა;
  • მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
  • საქონლის მიღებაში მონაწილეობა;

ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 16 ივლისი.

შპს "აი ენდ თის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

  • ეთანხმებით, რომ შპს "აი ენდ თი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
  • ანიჭებთ შპს "აი ენდ თის" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "აი ენდ თის" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.