გაყიდვების კონსულტანტი
შპს "ბიესი“ ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების კონსულტანტის” პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის N63
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (კვირაში 40სთ)
ანაზღაურება: 1300 ლარი+ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალი მარაგების მიღება, გახსნა და ორგანიზება;
- მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და შეთავაზების გაკეთება;
- გაყიდვებისა და საწყობის გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია;
- ინვოისისა და პროდუქციის გაწერა;
- აპარატის მეშვეობით, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად საღებავის ფერების კორექცია და დამიქსვა;
- პერიოდულად ზარების განხორციელება და უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალების შესრულება;
- კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია სამშენებლო მასალებში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდში მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- პუნქტუალური;
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა