გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია "კაბა" არის ქართული დიზაინერული ბრენდი, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართული მოდის ინდუსტრიაში. ბრენდს აქვს საკუთარი ტანსაცმლის საწარმო და მაღაზიების ქსელი თბილისსა და ბათუმში. მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ტანისამოსსა და ექსკლუზიურ მომსახურებას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- სარეალიზაციო სივრცის მოწესრიგება;
- პროდუქციის მიღება;
- პროდუქციის გაყიდვაზე მაქსიმალური ზრუნვა.
მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა;
- ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კეთილსინდისიერება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება - 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი;
- სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე)
- დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;
თუ თქვენ მოგწონთ მოდა და მომსახურების სფერო, ეს არის თქვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობა.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- მაღალი ანაზღაურება;
- -40% კორპორაციული ფასდაკლება;
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- იდეების წახალისება.
ვაკანსია გამოცხადებულია პეკინის ფილიალისთვის - პეკინის N19.