გაყიდვების კონსულტანტი — New Fashion Group

New Fashion Group

გაყიდვების კონსულტანტი

₾1000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "New Fashion Group" საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში აღიარებულ ბრენდებს - Tom Tailor-სა და Bikkembergs-ს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე ტრენდებზე მორგებულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, მაღალი ხარისხის სერვისს და სასიამოვნო სავაჭრო გარემოს.

თუ გსურთ კარიერის განვითარება საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობით, პროფესიონალურ და პროგრესზე ორიენტირებულ გუნდში, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ვაკანსია: გაყიდვების კონსულტანტი

სამუშაო ადგილი: თბილისი - Tbilisi Outlet Village
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, მაქსიმუმ 40 საათი

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათთვის შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების პროცესის წარმართვა კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების პოლიტიკის შესაბამისად;
** სალარო პროგრამების ცოდნა; სალარო ოპერაციების განხორციელება და საჭირო დოკუმენტაციის მართვა;
** ახალი პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, მარკირება და სავაჭრო სივრცეში განთავსება;
** მაღაზიის ვიზუალური პრეზენტაციისა და საოპერაციო წესების დაცვა;
** ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის შესრულება პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის;
** ინგლისური ენის ფლობა კომუნიკაციის დონეზე.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლიანობა და სანდოობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას (ხელზე): 1000 ლარი;
** მოტივაციურ საბონუსე სისტემას;
** ტრანსპორტირებას სამგორის მეტროდან აუთლეტამდე და უკან;
** სპეციალურ ფასდაკლებებს კომპანიის მაღაზიებში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობასა და საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგებს;
** კომფორტულ, უსაფრთხო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: . ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უკუკავშირი მიეწოდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც გადავლენ შერჩევის საწყის ეტაპს.

ასევე გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია დაამუშავებს აღნიშნულ მონაცემებს წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, თქვენი კანდიდატურის შეფასებისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით. წარმოდგენილი ინფორმაცია კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის განმავლობაში, რათა აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელი იყოს თქვენი კანდიდატურის განხილვა როგორც მიმდინარე, ასევე სხვა შესაბამის ვაკანსიებზე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ