გაყიდვების კონსულტანტი
გერმანული სავაჭრო ცენტრი აერთიანებს გერმანული ხარისხის ავეჯს, დეკორსა და სახლის აქსესუარებს, რომლებიც გამოირჩევა გამძლეობით, ფუნქციურობითა და თანამედროვე დიზაინით.
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;
სამუშაო ადგილი: მცხეთის გზატკეცილი, თბილისი მოლიდან 3 კ/მ (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას თბილისი მოლიდან ან მეტრო სარაჯიშვილიდან);
რას გთავაზობთ:
- ფიქსირებული 1000₾ + ბონუსი გაყიდვებიდან;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ფასდაკლებები ჩვენს პროდუქციაზე;
- პროფესიული განვითარებისა და პოზიციური დაწინაურების პერსპექტივას;
- გერმანიაში საკვალიფიკაციო მივლინებებს;
- სტაბილურ, გრძელვადიან და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
- შოურუმში მოსული მომხმარებლის თბილი და პროფესიონალური დახვედრა;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და მათი საჭიროებების დადგენა;
- პროდუქციის (ავეჯი, დეკორი, აქსესუარები) ცოდნა და მომხმარებლისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
- გაყიდვების პროცესის სრული მართვა: კონსულტაციიდან - ანგარიშსწორებამდე;
- ახალი პროდუქციის მიღების, დახარისხებისა და დასაწყობების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- სამუშაო სივრცის სისუფთავეზე ზრუნვა და წესრიგის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- მომსახურების ან საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- პოს-ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;