გაყიდვების კონსულტანტი — FLO

FLO — ლოგო
FLO

გაყიდვების კონსულტანტი

₾1020.0 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

FLO Georgia " წარმოადგენს "FLO Group"-ის შვილობილ კომპანიას. ჯგუფი ფლობს რამდენიმე საკუთარ ბრენდს, მათ შორის Kinetix, Lumberjack და Polaris, რომლებიც ძირითადად ყოველდღიური მოხმარებისა და სპორტული სტილის პროდუქციას მოიცავს. საკუთარი ბრენდების გარდა, კომპანია თანამშრომლობს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორიცაა Adidas, Nike, Puma, Reebok და სხვა. "FLO Group"-ის ქსელი აერთიანებს 650-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს მასშტაბით, ძირითადად თურქეთში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში "FLO Group" წარმოდგენილია FLO-სა და InStreet-ის მაღაზიების ქსელით. ვაკანსია: გაყიდვების კონსულტანტი ლოკაცია: თბილისი მოლი და ცენტრალი მოლი სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი — 6 სამუშაო დღე, 1 დასვენება (თვეში 160 საათი), ცვლებში ანაზღაურება: 1020 ლარი (NET) + ბონუსი ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლის თავაზიანი და ყურადღებიანი მომსახურება; ** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის მახასიათებლებისა და ასორტიმენტის შესახებ; ** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქციის შერჩევასა და მოძიებაში; ** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შესახებ სრული და დეტალური ინფორმაციის მიწოდება; ** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა მომხმარებელთან; ** მაღაზიაში პროდუქციის მოწესრიგება და სწორი განთავსება; ** პროდუქციის სრული და მიმზიდველი წარმოდგენის უზრუნველყოფა სავაჭრო სივრცეში.